03 ივლისი 2024,   15:57
ვრცლად
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა იმართება.

მხარეები საოკუპაციო ხაზთან, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მთავარი განსახილველი საკითხი კვლავ თამაზ გინტურის მკვლელობაა. ასევე, საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი.

ამ დროისთვის, უკანონო პატიმრობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება. ბოლო შეხვედრიდან დღემდე ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების ხუთი, ხოლო უკანონო ბორდერიზაციის 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები