21 დეკემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება - ერთი თვის განმავლობაში, სიახლით 2 200-ზე მეტმა პირმა უკვე ისარგებლა

რეფორმის ფარგლებში, სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ , რეფორმის მიზანია მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების სწორი ხარჯვა.

ახალი სერვისების ამოქმედებამდე, ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური კონსულტაცია ჰქონდა კერძო კლინიკებისა და ჯანდაცვის სფეროს ასოციაციების წარმომადგენლებთან. სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ექიმები ფიქრობენ, რომ ახალი რეფორმა დროულია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასო სერვისით, რომელიც ერთი თვეა ამოქმედდა, უკვე 2200 ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

დღის ამბები