05 ივლისი 2024,   23:32
ვრცლად
უნდა შევთანხმდეთ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნაზე და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივცეთ - ლიეტუვის პრეზიდენტი

"უნდა შევთანხმდეთ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნაზე და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივცეთ," - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.

გიტანას ნაუსედა აღნიშნავს, რომ ევროსაბჭო წელს ბოლოჯერ შეიკრიბება და წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ელით.

პრეზიდენტის თქმით, მათ არ აქვთ არც უფლება და არც ფუფუნება, რომ ფუჭად დაკარგონ იმპულსი ევროკავშირის გასაძლიერებლად.

დღის ამბები