"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს:
"ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს, ასევე ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც, შრომაზე დაფუძნებით, ენიჭება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩვენს გუნდს გამოუცხადეს. მათ ჰქონდათ რწმენა, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ეს სწორი იყო,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.