ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის შეუცვლელი ნაწილია. ისინი იმსახურებენ თავისუფალ და დემოკრატიულ ერად ცხოვრებას, მშვიდობიანად! ვამაყობ ევროკავშირის ამ ღამის გადაწყვეტილებით. გილოცავ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა," - წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი.