28 ნოემბერი 2024,   00:00
ვრცლად
თბილისში 13 წლის გიორგი ვარაზაშვილს მეორე დღეა ეძებენ - ოჯახი საზოგადოების დახმარებას ითხოვს

თბილისში 13 წლის გიორგი ვარაზაშვილი დაიკარგა. როგორც მოზარდის მამა სოციალურ ქსელში წერს, ის 17 დეკემბერს, 18:00 საათზე ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტლიდან გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.

მოზარდს პოლიცია და ოჯახის წევრები ეძებენ.

"17 დეკემბერს საღამოს 18:00 საათზე ვაჟა ფშაველას მე 6 კვარტლიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.. თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ გთხოვთ დამიკავშირდეთ 595 88 33 11", - წერს გიორგი ვარაზაშვილის მამა.

დღის ამბები