05 ივლისი 2024,   22:55
ვრცლად
განადგურებული სახლები, ასობით ევაკუირებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - არგენტინაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

განადგურებული სახლები, ასობით ევაკუირებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - არგენტინაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლიც მოყვა. ქალაქ ბაჰია ბლანკაში დაღუპულია 16-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა ათობით ადგილობრივი.

სტიქიამ მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. დამანგრეველი ქარის სიჩქარემ საათში 150 კილომეტრს მიაღწია. მთავრობა ადგილობრივებს მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. სტიქიის ზონაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

სტიქიის შედეგებს ებრძვის ავსტრალიაც. ტროპიკულმა ციკლონმა ქუინსლენდის შტატში უხვი ნალექი გამოიწვია. წყალდიდობამ ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე ტურისტული ქალაქი დააზარალა. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

ავსტრალიაში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. კერნსის აეროპორტი წყალდიდობის გამო დაიხურა. გაუქმებულია ყველა საერთაშორისო და შიდა რეისი. სასმელი წყლის გარეშე დარჩენის რისკის წინაშეა ათასობით ადამიანი.

დღის ამბები