06 ივლისი 2024,   01:34
ვრცლად
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 855 ლარს შეადგენს - როგორ აფასებს საქსტატის მონაცემებს პოლიტიკური სპექტრი

სექტორში ხელფასები იზრდება, მათ შორის - ჩვენს კომპანიაშიც, - ამბობს "კურიერთან" საუბრისას ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

Lineate-ი საქართველოს ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა. ამ დრომდე, ბიზნესმა 150 ადამიანი დაასაქმა. სექტორში ანაზღაურების ზრდის ტემპზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ტენდენცია გრძელვადიანია და მომავალშიც შენარჩუნდება.

დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ახალი მონაცემები საქსტატმა დათვალა. ანაზღაურება, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 16.3 პროცენტით გაიზარდა და 1 855 ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში, ამ მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით 15.6 პროცენტით მოიმატა.

მშენებლობის სექტორთან ერთად, ხელფასები გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ელექტროენერგიის სფეროში, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში. ანაზღაურება მოემატათ საფინანსო და სადაზღვევო კომპანიებში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სექტორში, სახელმწიფო მმართველობასა და თავდაცვაში. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ხელფასების ზრდა, თითქმის ყველა სფეროში გამოიკვეთა.

საქსტატის მონაცემებს არც ოპოზიცია უარყოფს, თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ზოგადად ლარის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია.

მმართველ გუნდში ხელფასების ზრდის ტემპს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ აქტივობებს უკავშირებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შრომის ბაზრის გაჯანსაღება, ხელფასზე პოზიტიურად აისახა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ხელფასების მაჩვენებლებთან დაკავშირებით განახლებულ მონაცემებს, 3 თვეში ერთხელ აქვეყნებს.

დღის ამბები