05 ივლისი 2024,   23:27
ვრცლად
ომი უკრაინაში - ხერსონის ოლქის დაბომბვისას დაშავდა ერთი ოჯახის 4 წევრი - დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი

უკრაინაში ომი გრძელდება. დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ორჯერ ჩაირთო.

ცოტა ხნის წინ, ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს იერიში. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული და მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება; დაიბომბა ხერსონის ოლქი. დაშავდა ერთი ოჯახის 4 წევრი - დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი. შეტევა იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.

პარალელურად, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით მორიგი, განახლებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გმობს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას.

დღის ამბები