"ზოგადად, სადაც დომინანტური მდგომარეობა აქვს რამდენიმე კომპანიას, შეიძლება ხდებოდეს გარიგებები და ფასწარმოქმნა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტებზე გაზრდილი თანხები თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება.
"მინიმუმ, ის სხვაობა მაინც, რაც ე.წ ფასდაკლებები მოქმედებს, რომელიღაც დღეს და 35 თუ 50 %-იანი ფასდაკლებაა, ეს ხომ რომელიღაც დღეებში ჩვეულებრივი ფასნამატია, რაც გაცილებით მეტია?! ზოგიერთი მედიკამენტების შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებიდან, სადაც განსაკუთრებით გავაძლიერეთ კონტროლი მედიკამენტების იმპორტზე, დაახლოებით 7 ქვეყანაა, სადაც ადგილზე ჩადიან ჩვენი ინსპექტორები და უშუალოდ ნახულობენ იმ ქარხნებს, საიდანაც ხდება მედიკამენტების იმპორტი - ინდოეთი, ბანგლადეში, უზბეკეთი თუ სხვა ქვეყნები, შესაბამისად ის იაფიანი მედიკამენტები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან შემოდის, იყიდება [გაზრდილ] ფასად, სადაც ნაკლებია კონკურენცია.
ზოგადად, სადაც დომინანტური მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს, ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ხდებოდეს გარიგებები და ფასწარმოქმნა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილზე აისახება", - განაცხადა ზურა აზარაშვილმა.