16 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
ოპოზიცია მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვის დაჩქარებას ითხოვს

ოპოზიცია მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვის დაჩქარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ათობით საკანონმდებლო ინიციატივა მსვლელობის გარეშეა დატოვებული.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დააყენეს და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები მოითხოვეს, იმისთვის, რომ ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივების გატანა პარლამენტში უფრო მარტივად შეძლოს.

ოპონენტებს სხდომაზე უპასუხეს მმართველი გუნდის წევრებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ რეგლამენტში ცვლილებები საჭირო არ არის და კონკრეტული კანონების განხილვა პოლიტიკური კონსენსუსის საგანია.

დღის ამბები