05 ივლისი 2024,   22:39
ვრცლად
ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 20 000 პალესტინელია დაღუპული. გაეროს შეფასებით, ამ დრომდე, ათასობით ცხედარი ნანგრევების ქვეშაა.

ღაზის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ, 7 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად, დაახლოებით 300 პალესტინელი იღუპება (გამონაკლისია ცეცხლის შეწყვეტის 7 დღე).

ვიდრე ისრაელი ღაზის სექტორში ომის დასრულებას არ დათანხმდება, "ჰამასი" არცერთი მძევლის გათავისუფლებას აღარ გეგმავს. 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, "ჰამასთან" მეორე პაუზა გამოაცხადოს, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობს ომის დასრულებაზე, ვიდრე ისრაელი "მთავარ მიზანს არ მიაღწევს" და "ჰამასს" არ გაანადგურებს.

 

დღის ამბები