თავდაცვის მინისტრმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს.
თავდაცვის სამინისტრომ მშენებლობა წლის დასაწყისში დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობები. არსებულ ობიექტებს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი პირველ ნაკადს 2025 წელს მიიღებს.
"აღნიშნულ მშენებლობას წელს ჩავუყარეთ საფუძველი. შუალედურად მოვინახულეთ მშენებლობის მიმდინარე პროცესი. 2025 წელს მივიღებთ და გავზრდით პატრიოტული სულისკვეთების გამორჩეულ თაობას", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.