16 ოქტომბერი 2024,   00:01
ვრცლად
უკრაინაში ომის 669-ე დღე - ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიის, ხერსონის და მიკოლაივის დასახლებები

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 669-ე დღეს 81 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიის, ხერსონის და მიკოლაივის დასახლებები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს მტრის წინააღმდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად.

"ამ კვირამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტების დასაცავად, არამედ ფრონტის ხაზზე მუშაობისთვის. რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლად. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან და რომლებიც მომავალ წელს მხარდაჭერის შესაბამისი ნაბიჯებისთვის ემზადებიან.

მიღებულია გადაწყვეტილება ახალ სანქციებზე. შესაბამის დადგენილებებს ხელი მოვაწერე, და უკვე გამოქვეყნდა. ჯამში, სამიზნე 130-ზე მეტი იურიდიული პირი და 20-ზე მეტი ფიზიკური პირია, ვინც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას. ყველა მათგანი პასუხს აგებს ჩადენილ ქმედებებზე," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები