22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
"რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია" - ჯოზეფ ბორელი

"რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია", - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიტანულ "გარდიანთან" ისაუბრა.

ბორელის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაში უკან დახევას და ომში საბოლოო გამარჯვებას გეგმავს. მისივე თქმით, უკრაინის ომში ფსონი ევროკავშირის არსებობაზე დევს.

"შესაძლოა, ახლა არის მომენტი, როდესაც უნდა დავინახოთ დიდი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, რაც ჩვენს დემოკრატიას ემუქრება, ემუქრება ევროპას და არა მხოლოდ უკრაინას. თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ რესურსის მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს გამარჯვების უფლებას, და ასევე, ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, მაშინ ჩვენი პროექტი უფრო დიდ ზიანს მიიღებს," - განაცხადა ბორელმა.

ის მიიჩნევს, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის დაპყრობით და არ დაუშვებს, რომ უკრაინის მეორე ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, ხანგრძლივი ომისთვის ემზადონ.

დღის ამბები