16 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
"მამუკა ხაზარაძე ცოტა ხანი რომ გაჩუმებულიყო, მისთვის უკეთესი იქნებოდა, ამდენ სისულელეს აღარ იტყოდა" - გურამ მაჭარაშვილი "ლელოს" განცხადებაზე

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ლელოა."

მაჭარაშვილი ხაზარაძეს გაჩუმებისკენ მოუწოდებს.

"მამუკა ხაზარაძე ცოტა ხანი რომ გაჩუმებულიყო, მისთვის უკეთესი იქნებოდა, ამდენ სისულელეს აღარ იტყოდა. ვინ ჰყავს ახალი სახე - დავით უსუფაშვილი თუ სალომე სამადაშვილი, რომელიც საკუთარმა ოპოზიციამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა? ან თავად როგორ წარდგება, როგორც ახალი სახე? - ახალგაზრდობიდან მახსოვს და არც თუ ისე პოზიტიურად. კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი და პოლიტიკა ერთად კეთდებოდა. მამუკა ხაზარაძე წინასაახალწლოდ თუ გაჩუმდება, მისთვის იქნება უკეთესი. ერთადერთი ალტერნატივა იქნება იმაში, თუ ხაზარაძე და მისი გუნდი იტყვის, რომ პოლიტიკოსებად ვერ შედგნენ, საახალწლოდ ხალხს ახალ წელს მიულოცავენ და კარგად ბრძანდებოდეთო, იტყვიან. მაშინ უალტერნატივო იქნებიან," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები