05 ივლისი 2024,   23:58
ვრცლად
"ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის დასასრულიც ახლოს არ არის" - ნეთანიაჰუ უახლოეს დღეებში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებას აანონსებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება, - ამის შესახებ BBC წერს.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "ჰამასს" გაანადგურებს და მძევლებს ისრაელში დააბრუნებს.

მისივე თქმით, ამ აზრსა და შემართებას იზიარებენ ღაზის ტერიტორიაზე მებრძოლი ისრაელელი ჯარისკაცებიც.

„ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და ბოლომდე გავაგრძელოთ [ბრძოლა]. ასე რომ, ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელსაც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის დასასრულიც ახლოს არ არის“, - თქვა ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები