05 ივლისი 2024,   22:56
ვრცლად
თანამედროვე ევროკავშირის არქიტექტორად წოდებული ჟაკ დელორი გარდაიცვალა

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ დელორი, რომელსაც თანამედროვე ევროკავშირის არქიტექტორს უწოდებენ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

დელორმა ხელი შეუწყო ერთიანი ბაზრის შექმნას, რომელიც ბლოკში ადამიანების, საქონლისა და სერვისების თავისუფალი გადაადგილების საშუალებას იძლევა. 1985-დან 1995 წლამდე დელორმა ასევე საფუძველი ჩაუყარა საერთო ევროპულ ვალუტას - ევროს.

დელორი ევროკომისიას 1985-1995 წლებში ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები