06 ივლისი 2024,   01:10
ვრცლად
შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები - სემეკ-ის სხდომა იწყება

ამ წუთებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა იწყება. კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფებს უნდა გადახედოს.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გივი სანიკიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

"ტარიფების დეპარტამენტი წარმოადგენს ტარიფების გაანგარიშების პროექტს, ელექტროენერგიის ტარიფებთან მიმართებაში, ასევე - წყალმომარაგების ტარიფებთან მიმართებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, წყალმომარაგების სექტორში, ინვესტიციებთან მიმართებაში, ასევე კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დადგენილებები ელექტროენერგიის განაწილებისა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებთან მიმართებაში, რომელიც, საბოლოოდ, სამომხმარებლო ტარიფში აისახება. ბოლო ეტაპია სამომხმარებლო ტარიფის დადგენა.

წყალმომარაგების სექტორში სამწლიანი სატარიფო რეგულირების პერიოდი მოქმედებს, შესაბამისად, პირველი იანვრიდან უნდა დადგინდეს ახალი ტარიფი, რომელიც იმოქმედებს შემდეგი სამი წელი.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, რომელიც, კომისიის მიერ, დღეს იქნება დადგენილი, იმოქმედებს 2024 წლის პირველ ივლისამდე", - განაცხადა გივი სანიკიძე.

დღის ამბები