19 სექტემბერი 2024,   05:08
ვრცლად
ქართველი "რობინზონი", რომელიც პალიასტომის ტბის კუნძულზე უკვე 30 წელია მარტო ცხოვრობს - "კურიერი" კოლხეთის ეროვნულ პარკსა და პალიასტომის ტბას ესტუმრა

როგორ შეხვდნენ ახალ წელს ისინი, ვინც საქართველოს საამაყო ბუნებასთან ყველაზე ახლოს არიან? "კურიერი" იმყოფებოდა კოლხეთის ეროვნულ პარკში, რომელიც ლამაზი ბუნებით ვიზიტორების გაოცებას წელიწადის ნებისმიერ დროს ახერხებს. აქვეა ტურისტების კიდევ ერთი საყვარელი ადგილი- პალიასტომის ტბა, სადაც "კურიერი" "ქართველ რობიზონს" ესტუმრა.

კუჩხი ბედინერი - სიმღერას ფოლკლორის სახლის მომღერლები კოცონის გარშემო ასრულებენ და ადგილობრივებს სადღესასწაულო განწყობის შექმნაში ეხმარებიან. კოცონის გარშემო, მომღერლებთან ერთად, მეთევზეებიც იკრიბებიან, რომლებიც ჰყვებიან ისტორიებს და შობა-ახალ წელს ულოცავენ ყველას, ვისთვისაც ეს დღესასწაული ძვირფასია.

კოლხეთის ეროვნული პარკი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც სამეგრელოსა და გურიის 5 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. ლამაზი ბუნებითა და შთამბეჭდავი სანახაობით დაცული ტერიტორია ვიზიტორების გაოცებას წელიწადის ნებისმიერ დროს ახერხებს.

აქვეა სიდიდით მესამე, ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე და თევზით ყველაზე მდიდარი, ლეგენდებითა და მისტიკური ამბებით მოცული პალიასტომის ტბაც.

ბუნების სიყვარულით და უნიკალური ჯიშების აღმოჩენის იმედით მეთევზეები ახალ წელსაც ფლორასა და ფაუნასთან ერთად ხვდებიან. სასროლი ბადით მომარჯვებულები ტბაში სათევზაოდ გადიან.

პალიასტომის ტბის კუნძულზე უკვე 30 წელია მარტო ცხოვრობს. ოლეგ მელუას კუნძულის მოსახლეობა ტყის კაცს, ან ადგილობრივ რობინზონს უწოდებენ. ფერმერი ახალ 2024 წელსაც შემართებითა და უკეთესი მომავლის რწმენით ხვდება.

კოლხეთის ეროვნულ პარკს დამთვალიერებლები ბუნების სასწაულს ხშირად უწოდებენ. როცა ახალი წელი მოდის, ამ უნიკალური დაცული ტერიტორიის მკვიდრთა გულებიც იმედით ივსება. იმ იმედით, რომ მომავალი წელი საუკეთესოს მომტანი იქნება.

დღის ამბები