03 ივლისი 2024,   14:06
ვრცლად
საბერძნეთში, სამხედრო ობიექტის აეროგადაღებისთვის, პოლონეთის მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთში, კუნძულ სალამინზე მდებარე სამხედრო ობიექტის დრონით გადაღების გამო, პოლონეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც მედია იტყობინება, 20 და 24 წლის პირები სამხედრო ზონაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები.

ამოღებულია კამერები და მობილური ტელეფონები, რომლებიც ახალგაზრდებს თან ჰქონდათ.

დღის ამბები