ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უნგრეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკვე დაუკავშირდნენ და მისგან პოსტზე წარდგენის თანხმობაც მიიღეს.
ორბანის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთიც უჭერენ მხარს. ცნობილია, რომ გაეროს მოქმედ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, უფლებამოსილების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.