19 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
იმერეთში სჯერათ, რომ ახალი წლის განწყობა მთელ წელს გაჰყვებათ - "კურიერი" სოფელ ღვანკითში კუბლაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა

ნისლში გახვეული იმერეთიდან დათოვლილი მთები მოჩანს. თერჯოლის სოფელ ღვანკითში ძველი წელი უკვე გააცილეს. საახალწლო სამზადისი დასრულდა. კუბლაშვილების მრავალშვილიან ოჯახში ბუხარი დაინთო და სახლიც საახალწლო ფერებში განათდა.

ოჯახის დიასახლისი ტრადიციულ იმერულ კერძს ამზადებს. ეკალას თითქმის ყველა იმერულ სუფრაზე შეხვდებით. ამ ოჯახს საახალწლოდ განსხვავებული ტრადიციაც აქვს - ღუმელში გამომცხვარი ზუთხი ბოსტნეულთან ერთად.

ტრადიციას ოჯახის დიასახლისი აგრძელებს. ის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. კეცის მჭადებთან ერთად, სუფრას საახალწლო ნუგბარიც ამშვენებს. როცა ციფერბლატზე ისრები 12:00 საათს გაუსწორდა, მთელი ოჯახი სუფრასთან შეიკრიბა და ერთმანეთს საახალწლო სურვილები გაუზიარეს.

ამ მხარეში თვლიან, რომ ახალი წლის განწყობა მთელ წელს გაჰყვებათ. განწყობის შექმნაში მუსიკაც ეხმარებათ, სწორედ ამიტომ სიმღერით, ღიმილითა სიყვარულით ახალ 2024 წელს იმერეთიდან მთელ ქვეყანას საუკეთესო სურვილებს უგზავნიან.

დღის ამბები