16 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
29 დეკემბრიდან დღემდე, რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ, ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუგერიებია მსგავსი მასშტაბის თავდასხმები - ზელენსკი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივ იერიშებს განაგრძობს. კიევსა და ხარკოვზე რუსეთის თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. განადგურდა ავტომობილები და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

იერიშები იყო სუმისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. პარალელურად კი, ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის იერიშების შესახებ ბელგოროდში. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ.

"იერიშებისთვის თითქმის 100 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. ოკუპანტებმა ტრაექტორიები სპეციალურად გამოთვალა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენებინა ჩვენთვის. ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ტერორი. ბოლო დღეებში, 29 დეკემბრიდან დღემდე - რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუგერიებია მსგავსი მასშტაბის თავდასხმები," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები