18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს, მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის - კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს. მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

დღეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.

დღის ამბები