03 ივლისი 2024,   14:06
ვრცლად
ჩვენ გვჭირდება სამხედრო დახმარება პარტნიორებისგან, რომლის ნაწილს ვიღებთ, ნაწილს კი ველოდებით - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას პარტნიორებისგან სამხედრო დახმარება სჭირდება. 

"ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს. მნიშვნელოვანი დროა, ბევრ რამეში გადამწყვეტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს - მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენ გვჭირდება სამხედრო დახმარება პარტნიორებისგან, რომლის ნაწილს ვიღებთ, ნაწილს კი ველოდებით. მადლობა გერმანიას დახმარების მორიგი პაკეტისთვის ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. ჩვენი სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები