შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს. მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს! - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X და მთელ მსოფლიოს შობას ულოცავს.
"შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს! შობის დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიკრიბებით და სიხარულით აღვშნავთ ამ დღეს. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან," - (მათე 5:9). შობის დღეს მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს," - წერს შალვა პაპუაშვილი.