24 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
სენაკის ერთ-ერთ სოფელში კაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს, საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მძღოლი დაკავებულია. უბედური შემთხვევა შობის დღესასწაულზე მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები