03 ივლისი 2024,   13:17
ვრცლად
ისრაელი ჰააგის სასამართლოში წაყენებულ ბრალდებებს დღეს უპასუხებს

ისრაელი ჰააგის სასამართლოში თავის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს დღეს უპასუხებს. საქმე ეხება სამხრეთ აფრიკის სარჩელს, რომელშიც საუბარია ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდზე.

სამხრეთ აფრიკამ გუშინ მოსამართლეებს სთხოვა, დააწესონ გადაუდებელი ზომები და დაავალონ ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა. სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევა მიზნად ისახავს ღაზის სექტორის მოსახლეობის განადგურებას.

ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკა ასრულებს "ჰამასის“ პოზიციის გამხმოვანებლის როლს, რომლის მიზანიც ისრაელის განადგურებაა.

ისრაელის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათი არმიის სამიზნე "ჰამასის“ ბოევიკები არიან და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა.

Reuters-ი წერს, რომ სასამართლო, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას შესაძლო გადაუდებელ ზომებთან დაკავშირებით, მაგრამ არა გენოციდის ბრალდებებზე - ამ პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს.

დღის ამბები