16 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ და აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან - გიორგი ვოლსკი

დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მაგრამ, რეალობაში, იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია – შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დანიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

გიორგი ვოლსკის თქმით, დიპლომატის აღნიშნული განცხადება "აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან".

"როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილიც და ამოუგლეჯავიც შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი იყოს ისედაც დაძაბულ სიტუაციაში, ესე იგი ან არაპროფესიონალი ხარ, ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არა აქვს. ყველაზე უკეთესი თავის მართლება იქნებოდა, ეთქვა, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ეს გასაგები იქნებოდა", – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები