01 ივლისი 2024,   15:00
ვრცლად
უამინდობამ გზებზე პრობლემები შექმნა - გზის რომელ მონაკვეთებზეა გადაადგილებაზე შეზღუდვები
უამინდობამ საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
 
ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზე. 
 
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია. 
 
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზეც. კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც მსგავსი ტიპის ავტომობილებისთვის მოძრაობა არ არის დაშვებული ხაშური-აწყურის მონაკვეთია.
დღის ამბები