01 ივლისი 2024,   14:32
ვრცლად
დიდთოვლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაა, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობაც. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

BBC-ის ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აიოვას შტატში, სადაც უხვი ნალექის გამო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარბუქს ცივი ციკლონი მოჰყვება, რაც რიგ ადგილებში ტემპერატურის -45 გრადუსამდე დაცემას გამოიწვევს.

უამინდობის გამო გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი.

დღის ამბები