26 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი დღეს შვეიცარიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, იტყობინება, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიების ლიდერებსა და შვეიცარიის პრეზიდენტს. "ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს", - წერს Ukrinform-ი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 14 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკიც. ღონისძიებაში 81 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო ჩართული. შეხვედრის დღის წესრიგში იყო უკრაინაში მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტის განხილვა. კერძოდ - რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება, ომის განმეორების თავიდან აცილება და ომის დასრულების დადასტურება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს გაიხსნება და 19 იანვარს დასრულდება.

დღის ამბები