ღაზის სექტორთან ერთად, უკრაინა იქნება მთავარი განსახილველი თემა დავოსის წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დღეს იხსნება. ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები ევროპის ცენტრში უკვე იკრიბებიან.
ფორუმზე ელოდებიან ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელიც დავოსში უკრაინის ათპუნქტიანი "სამშვიდობო ფორმულის" განხილვის მიზნით ჩადის.
ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავოსში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი კონფლიქტის გაყინვას არასოდეს დათანხმდება.