29 სექტემბერი 2024,   05:34
ვრცლად
უამინდობა აშშ-ში - ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ და დიდთოვლობამ შტატებში პრობლემები შექმნა

უამინდობაა ამერიკაში. შტატებში ტემპერატურა მკვეთრად შემცირდა. კოლორადოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ქვეყნის უმეტესი ნაწილი მოიცვა ე.წ.-მა არქტიკულმა აფეთქებამ (ციმბირში წარმოქმნილი ძალიან ცივი ჰაერის მასების, ჩრდილოეთ პოლუსის გავლით, კანადასა და აშშ-ში გავრცელება).

ჩრდილოეთ შტატებში ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სინოპტიკოსები უამინდობას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.

განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი სამხრეთ და შუა ატლანტიკურ შტატებში.

დღის ამბები