საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის - მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა გამართა კომპანია "კო-ჰოლდინგის" აღმასრულებელ თავმჯდომარესთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე - ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის აიტი სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.