16 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
"კითხვები, რომ ოპოზიცია ებრძვის ქვეყნის მომავალს, სამწუხაროდ ქართველ ხალხში აღარ არსებობს" - გურამ მაჭარაშვილი მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე

პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ებრძვის.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების გარკვეული ნაწილის მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით აღიარებები საჯაროდ ისმის.

"ბატონი გამყრელიძის, საჯარო, მორიგი აღიარება, მტკიცებულებაა, იმ პარლამენტის ოპოზიციურ წევრებთან ერთად, რომელიც ადასტურებენ, რომ ოპოზიციიდან ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში დადიოდნენ ოპოზიციური წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მეტსაც გეტყვით, ქალბატონი სამადაშვილი დღესაც აღიარებს საჯაროდ, რომ ევროპის შეცდომა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ამიტომ, კითხვები, რომ ოპოზიცია ებრძვის ქვეყნის მომავალს, სამწუხაროდ, ქართველ ხალხში, აღარ არსებობს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

 
დღის ამბები