01 ივლისი 2024,   14:39
ვრცლად
დიდთოვლობამ ნორვეგიის დედაქალაქში პრობლემები შექმნა - ოსლოში დროებით დაიხურა მთავარი აეროპორტი, ვერ ხერხდებოდა მატარებლების გადაადგილებაც

დიდთოვლობაა სკანდინავიაში - ძლიერმა ნალექმა ნორვეგიის დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ოსლოში დროებით დაიხურა მთავარი აეროპორტი და გადაიდო ფრენები, ქალაქის ცენტრიდან გარკვეული პერიოდი ვერ ხერხდებოდა მატარებლების გადაადგილებაც. ანალოგიური ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთშიც.

ნორვეგიის გარდა უამინდობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, გერმანიის ზოგიერთ რაიონში ყინვამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, გადაიდო ფრენები ფრანკფურტის აეროპორტშიც.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ოთხივე ნაწილში საგანგებო გაფრთხილებაა გამოცხადებული, სადაც შაბათ-კვირას ძლიერ შტორმს ელოდებიან.


დღის ამბები