19 სექტემბერი 2024,   05:03
ვრცლად
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ორგანიზებულ სემინარზე აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებზე ისაუბრეს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ორგანიზებულ სემინარზე აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებზე ისაუბრეს. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც დაესწრო.

ირაკლი ნადარეიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით მიიღო.

მისი თქმით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოს" სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მხარი დაუჭირეს 12 ათასზე მეტ პროექტს, შეიქმნა 70 ათასი სამუშაო ადგილი.

დღის ამბები