შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა. იმედი გვაქვს, ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჩინეთში განაცხადა.
მისივე თქმით, შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"ჩინეთში ვიზიტს განვაგრძობთ ქალაქ შანხაიში. შევხვდით შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობას. გვქონდა საუბარი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებით შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით - ეკონომიკური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა და იმედი გვაქვს, რომ ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.