უკრაინაში ომი გრძელდება - საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. ღამით, რამდენიმე ოლქში, საჰაერო განგაში რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო ამოქმედდა.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. რუსულმა ძალებმა იერიში განახორციელეს დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონზეც. შედეგად, დაზიანდა კერძო სახლი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსი ჯარების 98 შეტევა 7 მიმართულებით მოიგერიეს. ფრონტზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 114 შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; ნორვეგიამ უკრაინას, თავდაცვის გასაძლიერებლად, 190 მილიონი დოლარი გამოუყო.