19 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. პირველი გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი წარადგინა, არის ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა MATKA 2024.

გამოფენის ფარგლებში, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, აჭარისა და, ზოგადად, საქართველოს ტურისტულ ადგილებს, პროდუქტებს, სერვისებსა და მიმართულებებს გაეცნონ.

"გამოფენის ფარგლებში, მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ფინეთი, სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან ერთად, აჭარისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. მათ შორის - მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ბალტიისპირეთსა და მეზობელ ქვეყნებში", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

დღის ამბები