16 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
მე ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა მაქვს - დავით უსუფაშვილი "სამოქალაქო იდეის" დაფინანსებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. მისი თქმით, ტაივანი ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე თვითმმართველი ერთეული.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, მას ტაივანში არსებულ ორგანიზაციასთან მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა აქვს.

"დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. ტაივანი ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე თვითმმართველი ერთეული, თავისი პრეზიდენტით, პარლამენტით და ყველაფრით. ვინც ჩინეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ტაივანთან ურთიერთობა აკრძალული აქვს? ტაივანურ ორგანიზაციებთან, ან ტაივანში ჩასვლა ეკრძალება ვინმეს? მე ამ ორგანიზაციასთან მაქვს მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა. ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებიდან ფინანსდება "სამოქალაქო იდეის" ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობები დემოკრატიის განვითარებისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, საუბარი არ არის ტაივანის გრანტზე, არამედ საუბარია კონკრეტული ფონდიდან მიღებულ დაფინანსებაზე, რაც კანონით აკრძალული არ არის.

"მე რაც განცხადებაში ვნახე, არის არა სახელმწიფო დაფინანსებაზე, არამედ საუბარია ფონდზე და ნებისმიერი ფონდი მუშაობს ასე. რა მნიშვნელობა აქვს, თინა ხიდაშელს ან ვინმე სხვას რა ხედვა აქვს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მათ შორის, აღიარებასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ტაივანის გრანტი, ეს იყო კონკრეტული ფონდიდან გამომდინარე და ეს აბსოლუტურად მისი საქმეა. ის, რაც კანონით არ იკრძალება, ნებადართულია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები