29 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი" მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილისა და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ონიაშვილის, შარტავას, ბუდაპეშტის, კანდელაკის, გაგარინის, გურამ ფანჯიკიძისა და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოსა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილისა და გივი კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, მუხიანისა და ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აღნიშნულია "თელასის" განცხადებაში.

დღის ამბები