29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს, ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად ირჩევს.

10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა სოფელში ფინანსდება.

ამისთვის, 2024 წელს, გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. მსგავსი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება.

დღის ამბები