სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს 83 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. BBC-ის ცნობით, აღნიშნული თანხიდან 18 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა.
მწერლის რეპუტაციის შელახვაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს. ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი, 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა.