29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
გუდაურში ფესტივალი "გიზ-გიზი" დღესაც გაგრძელდება

ფესტივალი "გიზ-გიზი" გუშინ გუდაურში, სპეციალურად მოწვეულმა დიჯეი არტისტმა- ამერიკელმა დენი კრივიტმა დახურა. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. კონცერტის პარალელურად მოწყობილი იყო სხვადასხვა სივრცე სტუმრებისთვის. გამოფენა-გაყიდვა, ფოტო ზონა, კვების ობიექტები.

ფესტივალი გუდაურში დღესაც გრძელდება, დაგეგმილია არაერთი აქტივობა. საღამოს ქართული ბენდი - Bedford Falls დახურავს.

 

დღის ამბები