დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ კაცს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა. უცნობია, აღიარებს თუ არა მამაკაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.
ჩვენივე ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა.