29 ივნისი 2024,   11:19
ვრცლად
ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 100-ზე მეტი შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთით რამდენიმე ოლქში გამოცხადდა.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაინგრა 3-სართულიანი სასტუმრო, ნანგრევებში ეძებენ ერთ ადამიანს.

დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 300-მდე აფეთქება. დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, ფრონტზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 105 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

 

დღის ამბები