15 აგვისტო 2026,   11:10
ვრცლად
სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის დრამატულ თეატრში დიდი ქართველი მსახიობის, ეროსი მანჯგალაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე გაცოცხლდა ეროსი მანჯგალაძის შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა, მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები. მსახიობის ფილმებიდან და სპექტაკლებიდან სიმღერები შეასრულეს „თეატრალურის კვარტეტმა“ და ნეკა სებისკვერაძემ. კონცერტმაისტერი იყო ნინო გულიაშვილი. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

 

დღის ამბები